გაფილტვრა
დაგვიკავშირდით 574 13 18 67 , 592 06 43 63
დაგვიკავშირდით 574 13 18 67 592 06 43 63

YouBuy.ge არის YOUBUY  ჯგუფის წევრი კომპანია, რომელიც ელექტრონულ კომერციას ახორციელებს ქართულ და არამარტო ქართულ ბაზარზე. 

YouBuy.ge მომხმარებლის შეკვეთით ახორციელებს ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმლის, ტანსაცმლის და აქსესუარების მოძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებში და შემდგომ საქართველოში ტრანსპორტირებას.  
YOUBUY 2016 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომსახურების მაღალი ხარისხისა და მუმდივად გემოვნებიანი პროდუქციის მეშვეობით, უკვე დაგვიგროვდა ლოიალური მომხმარებლების დიდი რაოდენობა.

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი და მომხმარებელზე ორიენტირებული კადრებით, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ დროს გაგიწიონ კვალიფიციური მომსახურება როგორც შეკვეთის განთავსების, ასევე საკონსულტაციო კუთხით.

იმის გამო, რომ მომხმარებლების გარკვეულ კატეგორიას უჭირს დისტანციურად მიიღოს გადაწყვეტილება შესყიდვასთან დაკავშირებით, 2018 წლის იანვარში გავხსენით ჩვენი პირველი შოურუმი (თბილისი, ბახტრიონის ქ. N11ბ), სადაც განთავსებულია კონკრეტული მომენტისთვის პოპულარული პროდუქტების მოდელები და მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ გვესტუმრონ და ადგილზე შეამოწმონ რეალურად რა ხარისხის და ვიზუალის ნივთებს მიიღებენ შეკვეთის შედეგად.

ასევე, 2018 წლის დასაწყისში გავაფართოვეთ ჩვენი შეთავაზებების დიაპაზონი და შევქმენით ქვებრენდები:

·  შედარებით იაფფასიანი პროდუქციის გვერდი -  Youbuy  • outlet

·  ბავშვების ტანსაცმლის ხაზი, ფეხსაცმელი და აქსესუარები -  Youbuy  •  Kids 

·  ქალისა და მამაკაცის აქსესუარები -  Youbuy    Accessories

YOUBUY ჯგუფი, მუდმივად ზრუნავს თქვენს კმაყოფილებასა და კომფორტზე და გპირდებით, რომ ჩვენი ურთიერთობა მუდმივად სავსე იქნება სასიამოვნო სიახლეებით!