გაფილტვრა

შეკვეთის პირობები

Youbuy.ge საშუალებას გაძლევთ პროდუქციის შეძენა განახორციელოთ ერთიანი შესყიდვით ან განვადებით.

ერთიანი შესყიდვის შემთხვევაშიწინასწარ იხდით ნივთის ღირებულების მინიმუმ ნახევარს, ხოლო დარჩენილი ნაწილის გადახდა ხორციელდება ნივთის ჩამოსვლისას - ამანათის ჩაბარებამდე.

განვადება

YouBuy.ge პროდუქცის შეძენა შესაძლებელია განვადებით, შემდეგი საფინანსო ინტიტუტების მეშვეობით: ლიბერთი ბანკი, თიბისი ბანკი, მისო ოქეი.

განვადების განაცხადის შევსებაში დახმარებისთვის დაუკავშირდით ჩვენს კონსულტანტს საიტზე მითითებულ ნომერზე, ან მოგვწერეთ ჩატში.

განვადების განაცხადის შევსების დროს მითითებული ყველა ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია მომხმარებელი. განვადების განხილვას და დამტკიცებას ანხორციელებს შესაბამისი საფინანსო ინსტიტუტი.განვადების გააქტიურება ხდება ორივე მხარის (საფინანსო ინტიტუტი, მომხმარებელი)მიერ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით. გაქტიურების შემდეგ მოქმედებს მიწოდების სტანდარტული წესები.

მიწოდების პირობები

YouBuy.ge გთავაზობთ ნივთის მიწოდებას საქართველოს კონტროლირებადი ტეროტორიის ნებისმიერ წერტილში.

· თბილისის მასშტაბით მიწოდება უფასოა და ხორციელდება ნივთის ჩამოსვლიდან 1-3 დღის განმავლობაში.

· რეგიონების მასშტაბით მიწოდება ხორციელდება ნივთის ჩამოსვლიდან მაქსიმუმ 3-5 დღის განმავლობაში. რეგიონში ტრანსპორტირების ღირებულებაა 10 ლარი.  განვადების შეძენის შემთხვევაში ტრანსპორტირების ღირებულება ემატება განვადების თანხას და გადანაწილდება განვადების მთელ პერიოდზე.

· სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ნივთის წაღება YouBuy.ge-ს შოურუმიდან, რომელიც მდებარეობს მისამართზე: თბილისი, ბახტრიონის ქ. N11ბ (გთხოვთ, მსგავს შემთხვევაში წინასწარ მოახდინოთ ჩვენი ინფორმირება, რათა მომსახურება განხორციელდეს მაქსიმალურად ოპერატიულად და კომფორტულად).

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ნივთის გადაცემა მოხდება მხოლოდ იმ პიროვნებაზე, ვის მიერაც მოხდა შეკვეთის განთავსება. წინააღმდეგ შეთხვევაში ვერ მოხერხდება კომპანიასა და თქვენს შორის კონტრაქტის გაფორმება. ანალოგიური წესი მოქმედებს განვადებით შეძენისას.

პროდუქტის/თანხის დაბრუნება ან განვადების გაუქმება

YouBuy.ge ვალდებულია მომხმარებლის მიერ წინასწარ გადახდილი თანხა დააბრუნოს, გამოცვალოს პროდუქცია ან გააუქმოს განვადება იმ შემთხვევაში, თუ:

1. თუ მომხმარებელს პროდუქტი არ მიუვიდა გამოწერიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში

2. ჩამოსული პროდუქტი ვიზუალურად არ ემთხვევაგამოწერილს

3. გამოწერის დროს დაფიქსირებული ზომები არ ემთხვევა ჩამოსული პროდუქციის ზომებს (ზომების შედარება მოხდებაეტიკეტზე დაფიქსირებული ზომის მიხედვით)

4. პროდუქტი დაზიანებულია

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროდუქციის გადაცვლა ან პრეტენზიის დაფიქსირება ხდება, ნივთის ჩაბარების დღიდან არაუგვიანეს 2 კალენდარული დღისა!