გაფილტვრა

საიტზე რეგისტრაციის წესი და კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ვებ გვერდზე არსებული სარეგისტრიცაო ფორმის შევსებით მონაცემთა სუბიექტი (შემდგომში მომხმარებელი) თანახმაა და აძლევს უფლებას YouBuy.ge-ს, რომ დაამუშავოს მისი პერსონალური მონაცემები;

  • სახელი;
  • გვარი;
  • პირადი ნომერი;
  • დაბადების თარიღი;
  • სქესი;
  • ტელეფონის ნომერი;
  • ელექტრონული ფოსტა;
  • მისამართი;
  • საქმიანობის სფერო;
  • შემოსავალი;
  • სამუშაოს ტატუსი;

ზემოთ აღნიშნულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მომხმარებლის განაცხადის განხილვის (მომსახურების გაწევის) მიზნით. თუ მომხმარებელი უარს განაცხადებს აღნიშნული მონაცემების მიწოდებაზე, YouBuy.ge უფლებას იტოვებს არ განიხილოს ეს განაცხადი.  მომხმარებელი ასევე თანახმაა, რომ YouBuy.ge-ს მიერ მოხდეს მონაცემთა სუბიექტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორის გადამოწმება. მომხმარებელი თანახმაა, ნებისმიერ დროს, YouBuy.ge-ს მიერ შემდგომი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერი მარკეტინგული ან/და სხვა მიზნებისთვის (რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ნებისმიერი სახის სარეკლამო კამპანიას ან/და პრომო აქციას) YouBuy.ge ან/და სხვა პირებისგან მიიღოს ცნობა, წერილი, მოკლეტექსტური ან ნებისმიერი სხვა შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია, მომხმარებლის მიერ განაცხადში მითითებულ რეკვიზიტებზე. ამასთან, ზემოთ აღნიშნული რეკვიზიტების ცვლილების შემთხვევაში, შეცვლილ რეკვიზიტებთან მიმართებაში YouBuy.ge უფლებამოსილი იქნება, გამოიყენოს წინამდებარე პუნქტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება მომხმარებლის შემდგომი თანხმობის გარეშე;

YouBuy.ge-ს  მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან მომხმარებელს.

კონფიდენციალურობა

მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკა გამოხატავს იმას, თუ როგორ იყენებს YouBuy.ge თქვენს ინფორმაციას; 

გარდა ზემოთ მოცემული ინფორმაციისა,ვებ გვერდზე ვიზიტისას შეიძლება მივიღოთ  შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • შემოსვლის ადგილი
  • შემოსვლის დრო
  • ნებისმიერ შევსებულ ფორმაში თუ გამოკითხვაში მიღებული ინფორმაცია
  • სხვა საკომუნიკაციო ინფორმაცია

შეგროვებული ინფორმაციის გამოყენება

შეგროვებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, მომსახურების გასაწევად.

შეგროვებული ინფორმაცია შეიძლება გამოყენებული იყოს ტელეფონის ნომერზე და მომხმარებლის ელ-ფოსტაზე  სიახლეებისა და შეთავაზებების გამოსაგზავნად.

მესამე პირთან ინფორმაციის სახით მხოლოდ სტატისტიკური მონაცემი გაზიარდება. მსგავსი ინფორმაციის გაცემით  შეუძლებელია მომხმარებლის იდენტიფიცირება;

ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელიც  უსაფრთხოების მიზნით დაშიფრულია;

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ონლაინ ინფორმაციის მიმოცვლა არ არის ბოლომდე დაცული, რაც გულისხმობს იმას, რომ არსებობს უმცირესი შესაძლებლობა იმის, რომ დაცული ინფორმაცია გარკვეული რისკის ქვეშ აღმოჩნდეს;

გთხოვთ სიფრთხილე გამოიჩინოთ პაროლებისა და სხვა ინფორმაციის უცხო  პირებთან  გაცემისგან;

ინფორმაციის გამჟღავნება

მესამე პირზე ინფორმაციის  გადაცემა მოხდება:

  • ბიზნესის გაყიდვის ან ბიზნესის წილის გაყიდვის შემთხვევაში;
  • კანონის მოთხოვნის საფუძველზე;
  • საკრედიტო ისტორიის სააგენტოს, თაღლითობასთან მებრძოლ სააგენტოს ან სხვა მსგავს ორგანიზაციას, რომელიც ცენტრალიზებულად იღებს ინფორმაციას ერთმანეთთან დასაკავშირებლად;
  • საპროცესინგო ან სხვა მესამე პირს, რომელიც გადახდის პროცესინგს უზრუნველყოფს, რაც აგრეთვე აუცილებელია თქვენთვის მომსახურების გასაწევად;